სასწავლო პროექტი

გაზეთის შექმნა რუსულ ენაზე



პროექტის მოკლე აღწერა: პროექტზე მომუშავე მოსწავლეთა ჯგუფი მოამზადებს საგაზეთო სტატიებს და გამოუშვებს გაზეთის სახით.

პროექტის სრული აღწერა: ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ  და დაგეგმავენ განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, სურვილისამებრ ინაწილებენ რუბრიკებს, მოიძიებენ და დაამუშავებენ საჭირო ინფორმაციას, დაურთავენ საჭირო ფოტო მასალას, შეარჩევენ დიზაინს, შეიმუშავებენ გაზეთის შექმნის საბოლოო ვერსიას და მოამზადებენ პრეზენტაციისათვის.

მოსწავლეთა ასაკი: 13_14 წელი.

ხანგრძლივობა: 2 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფში პროექტის განსახორციელებლად მოსწავლეები დაამუშავებენ რუსულენოვან წყაროებს (წიგნები, გაზეთები, ლექსიკონი, ინტერნეტი) მასალის მოძიება შეგროვებისთვის. იმუშავებენ ინდივიდუალურად, მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი იდეები და ინტერესები. დროდადრო იმსჯელებენ საგაზეთო თემებზე და კონკურენციის პირობებში იზრუნებენ ყველაზე  საინტერესო რუბრიკის შესაქმნელად. რუსული ენის მასწავლებლის დახმარებით შეარჩევენ მოსწავლეების საუკეთესო ნაწარმოებებს (ესსე, ლექსი, თარგმანი) სკოლაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოამზადებენ სტატიებს, ინფორმაციული ხარისხის ტექსტებს (ღონისძიების პროგრამა განცხადება, რეკლამა) გაზეთის მხატრული გაფორმებისთვის გამოიყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს, ჯგუფის წევრები გაზეთის გამოცემისთვის საჭირო თანხებს მოიძიებენ მოსწავლეებისა და მშობლების დახმარებით.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიების დამუშავების და პრეზენტაციის უნარებს, ისწავლიან საკუთარი მოსაზრებისა და ინტერესების წარმოჩენას, შეიძენენ დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილებას, გაიღრმავებენ უცხო ენის ცოდნის დონეს, შეიძენენ წერის უნარ ჩვევებს.

სარგებელი სხვისთვის: გააცნონ და დაანახონ სკოლის სხვა მოსწავლეებს თუ რა მნიშვნელოვანია რუსული ენის შესწავლა. პროექტის წარმატებით განხორციელება გააღვივებს მოსწავლეებს შორის მსგავსი პროექტების შექმნის ინტერესს.

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსულ ენაზე გაზეთის შექმნა ხელს შეუწყობს წერითი კულტურის, კითხვის უნარ ჩვევების განვითარებას. პროექტის განხორციელება მოსწავლეებს დაეხმარება მომავალში საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების რეალიზებაში.

პროექტის ხელძღვანელი: ნანა ზიბზიბაძე.


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanazibzibadze38@gmail.com

No comments:

Post a Comment